ფეხბურთი

22:46 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ფეხბურთს დღეში 18 საათს ვუთმობ, არ ვიცი, მეუღლე ჩემთან როგორ ჩერდება"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ ფეხბურთს დღეში 18-19 საათს უთმობს, მაგრამ მისი ცხოვრება უნდა შეცვალოს.

„ფეხბურთელის ცხოვრება უკეთესია, ვიდრე მწვრთნელის, პირადი ცხოვრება პრაქტიკულად არ მაქვს. მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, რომელიც არ ვიცი, ჩემთან ამ დრომდე როგორ ჩერდება. რთულია, დილის 8:30 საათზე ვიწყებ მუშაობას და სახლში საღამოს 19:00 საათზე მივდივარ. მერე სახლში რაღაცები მახსენდება და ფურცელზე ვიწერ. ასე ვცხოვრობ, მაგრამ უნდა შევიცვალო, რადგან არ შეიძლება 18-19 საათი ფეხბურთზე ფიქრში დავხარჯო“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო გასული ზაფხულიდან მოყოლებული „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელია, მანამდე კი „ნაპოლისა“ და „მილანს“ ავარჯიშებდა.

0.133305