სხვა

21:35 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ხელი მოიტეხა და ცზიუსთან მისი ბრძოლა გადაიდო

ზე-როჭოს წონაში (70 კგ) მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპინის ამერიკელი ჯერმელ ჩარლოს და ავსტრალიელი ტიმ ცზიუს სატიტულო ბრძოლა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჩემპიონმა ვარჯიშისას ხელი მოიტეხა.

ჩარლო ამ წონაში WBO-ია, WBC-ს, IBF-ის და WBA-ის სარტყელებს მაისში, მას შემდეგ დაეუფლა, რაც არგენტინელი ბრაიან კასტანო ნოკაუტით დაამარცხა. ამის შემდეგ, WBO-მ ჩემპიონს დაავალა, რომ ტიტული ჯერაც დაუმარცხებელ ცზიუსთან შეხვედრაში უნდა დაეცვა.

ცზიუს და ჩარლოს შეხვედრა ლას ვეგასში, 28 იანვარს იყო დანიშნული. ჩემპიონის პრომოუტერი „ნოუ ლიმიტ ბოქსინგი“ აცხადბს, რომ ბრძოლის ახალი თარიღი ჯერ დადგენილი არაა და მოგვიანებით გამოქვეყნდება.

28 წლის ცზიუ არის სახელოვანი კოსტია ცზიუს შვილი. მან 2001 წელს ზებ ჯუდა დაამარცხა და ქვე-როჭოს, იგივე ზე-მსუბუქ წონაში (63.5 კგ) აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი ზედა წონაში გადაინაცვლა.

0.115298