ფეხბურთი

23:49 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენჟამინ პავარმა ,,ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

მიუნხენის ,,ბაიერნის" და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ბენჟამინ პავარმა კარიერა შესაძლოა კატალონიის ,,ბარსელონაში" განაგრძოს.



ესპანურმა გამოცემა SPORT-მა დაწერა, რომ ,,ბარსელონა" ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის შეძენას საკმაოდ დაბალ ფასად, 15 მილიონ ევროდ შეძლებს და არ გარიგებაზე უარს არც თავად პავარი იქნება.

,,ბარსელონას" ფინანსური პრობლემები კვლავ აწუხებს, რის გამოც დაბალბიუჯეტური ფეხბურთელების შეძენა გუნდის პრიორიტეტია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კლუბმა მარჯვენა მცველის პრობლემა ვერაფრით მოაგვარა, პავარის ამ ფასად შეძენა მათთვის შესაძლოა პრიორიტეტი იყოს.

ბენჟამინ პავარი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია. ის კატარში ახლახანს დასრულებულ მუნდიალზეც იღებდა მონაწილეობას, თუმცა საკმაოდ ცოტა ითამაშა. 26 წლის მცველი ,,რეკორდმაისტერს" 2019 წელს შეუერთდა და 140 მატჩი გამართა.

0.112733