ფეხბურთი

22:34 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "პლეიოფში გასვლის შანსი უნდა გვქონდეს"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი იტალიურ La Gazzetta dello Sport-ს საქართველოს ნაკრების შესახებ ესაუბრა და საინტერესო საკითხები გამოარჩია.



,,მოთამაშეების ,,ასაფეთქებლად" ძალიან ბევრი გზა არსებობს: გუნდი, მწვრთნელი, შანსი, რომელიც მათ ეძლევათ. ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გვყავს, მაგალითად, ლუკა პარკაძე, რომელიც ,,ბაიერნის" ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხება. ვფიქრობ, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება. მის გარდა საქართველოში კიდევ არიან 20-21 წლის ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ასიამოვნონ ისინი, ვისაც ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს"

,,ყველაფერი იმ მიზანზეა დამოკიდებული, რომელსაც ჩვენ დავისახავთ. ის, რასაც მივაღწიეთ, საერთოდ არ იყო წინასწარ მარტივად წარმოსადგენი, რადგან ბულგარეთსაც და მაკედონიასაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი თავი კარგად წარმოვაჩინეთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მოთამაშეები პროგრესირებენ. ამ პოზიტიური ტრანსფორმაციის დანახვა ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა"

,,ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთული იქნება, რადგან ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსი გვყავს. ესპანეთი, რა თქმა უნდა, ჯგუფში ფავორიტია, თუმცა არც სხვები არიან ხელწამოსაკრავი. ძალთა თანაფარდობას ველი, ამიტომაც პლეიოფში გასვლის შანსი უნდა გვქონდეს. არ ვიცი ეს ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თუ არა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა საქართველოსთვის უდიდესი მომენტი იქნება" - განაცხადა ვილი სანიოლმა.

0.114999