სხვა

19:35 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ ოვეჩკინი NHL-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადავიდა

,,ვაშინგტონ კეპიტალსის" შემტევმა ,,ვინიპეგ ჯეთსს" 2 გოლი გაუტანა, ლეგენდარულ გორდი ჰაუს გადაასწრო და NHL-ის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე გადავიდა.



,,ვაშინგტონ კეპიტალსმა" ,,ვინიპეგ ჯეთსი" 4:1 დაამარცხა. ოვეჩკინმა ჯერ ანგარიში გახსნა, ბოლოს კი ცარიელ კარებშიც მოახერხა გოლის გატანა. დღევანდელი მატჩის შემდეგ, ჰოკეისტს კარიერაში 802 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარულ გორდი ჰაუს გადაასწრო, ბომბარდირთა სათავეში კი ჰოკეის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე, უეინ გრეცკი იმყოფება, რომლის ანგარიშზეც 894 გოლია.

ოვეჩკინი 37 წლისაა და ჯერ-ჯერობით ტემპის დაგდებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა NHL-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობის რეკორდს მალე დაემუქროს.

,,ვაშინგტონ კეპიტალსი" დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, აღმოსავლეთ დივიზიონში 19 მოგებითა (3 ოვერტაიმში) და 17 წაგებით (4 ოვერტაიმში) მე-7 ადგილს იკავებს.

0.119173