ფეხბურთი

14:44 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტეს სავარაუდოდ კიდევ 2 თვე გაუცდება

ნგოლო კანტე ისევ ტრავმირებულია და დიდი ალბათობით მინიმუმ ორი თვე ვერ ითამაშებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო გრემ პოტერის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანტემ ტრავმა ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღო, მერე დაზიანება გაუმიზეზდა, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვა. ფრანგის დაბრუნება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი.

ამავდროულად, კანტეს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია, რომ ლონდონური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

გავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცდილ ნახევარმცველს ზამთარში „ბარსელონასთან“ წინასწარი კონტრაქტის გაფორმება სურს.

0.149989