პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არგენტინული გამოცემა Infobae იტყობინება და წერს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
წყაროს თანახმად, 82 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს ოჯახის წევრები უკვე ემშვიდობებიან. პელეს მეტყველებაც უჭირს და რეანიმაციაში რამდენიმეა დღეა იმყოფება.
ის მსხვილი ნაწლავის კიბოთია დაავადებული და სან პაულუში, ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
აქვე გეტყვით, რომ „ფეხბურთის მეფე“ ჰოსპიტალში 29 ნოემბერს მოათავსეს.