ფეხბურთი

17:27 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "დე ბრუინი "სიტის" აბსოლუტური ლეგენდაა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კევინ დე ბრუინზე ითამაშა და როგორც მან განაცხადა, ბელგიელი „სიტის“ ისტორიაში სამუდამოდ იქნება, როგორც ამ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

„კევინი რვა წელია აქ არის, უბრალოდ ხანდახან საკუთარ თავში სწორი ცეცხლი უნდა მოძებნოს, საკუთარ თავში ენერგია უნდა ჩადოს და როცა ამას აკეთებს, ფანტასტიკური მოთამაშეა - სირბილი, შეტევა, პასი, გოლი, სამაგალითო მოთამაშეა.

ვიცი, რომ ყოველ სამ დღეში ასე თამაში ადვილი არაა, მაგრამ როდესაც ის ბრძოლის ხასიათზეა, ნამდვილი დე ბრუინი ხდება. რვა წელიწადში მან ამ კლუბისთვის ყველაფერი გააკეთა, ის „სიტის“ აბსოლუტური ლეგენდაა და სამუდამოდ დარჩება ამ კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს და 327 შეხვედრაში 89 გოლი აქვს გატანილი.

0.113328