ფეხბურთი

16:07 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არგენტინელ კოლეგას მარტინესის გამო წერილი გაუგზავნა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ემილიანო მარტინესის გამო წერილი გაუგზავნა.

ფრანგული ფეხბურთის მმართველისთვის გაუგებარი და მიუღებელია არგენტინელი მეკარის საქციელები და ჟესტები, რომელიც კილიან მბაპესთან მიმართებაში გამოხატა.

„არგენტინის ფედერაციაში ჩემს კოლეგას წერილი მივწერე. მიმაჩნია, რომ ეს ექსესები არანორმალურია სპორტული შეჯიბრის კონტექსტში და მიჭირს მათი გაგება. მარტინესი ძალიან ცუდად მოიქცა და შორს წავიდა, მბაპეს საქციელი კი სამაგალითო იყო“, - თქვა ლე გრემ.

0.129221