ფეხბურთი

14:08 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გილერმო ოჩოა სერია A-ს კლუბში გადავიდა

მექსიკის ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა 3-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა და იტალიურ "სალერნიტანაში" ითამაშებს. ვეტერანმა კარის დარაჯმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

37 წლის მექსიკელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. ის „სალერნიტანას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ამერიკასთან“, სადაც 2019 წლიდან თამაშობდა, კონტრაქტი ამოეწურა.

ლეგენდარულ მექსიკელს კარიერის განავლობაში „ამერიკას“, „სან ლუისის“, „აიაჩოს“, „მალაგას“, „გრანადას“ და ლიეჟის „სტანდარდში“ უთამაშია, ხოლო მექსიკის ნაკრებში 134 მატჩი ჩაატარა.

0.116432