ფეხბურთი

2:00 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" დაამარცხა და თასის მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ ერთი კვირის დასრულებულიც არაა, მაგრამ ინგლისში უკვე მესამე დღეა სეზონი განახლდა.

ინგლისის კარაბაოს თასის მერვედფინალში სუპერმატჩი შედგა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპული“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ორივე გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ რამდენიმე მოედანზე იყო, მაგალითად, კევინ დე ბრუინი, ნათან აკე და დარვინ ნუნიესი.

„სიტიმ“ ანგარიში სწრაფად, მეათე წუთზე გახსნა: დე ბრუინის პასით ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. თუმცა, „წითლებმა“ 10 წუთში ფაბიო კარვალიოს გოლით გაათანაბრეს და შესვენებამდე არაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარი კი ორივე გუნდმა ძალიან აქტიურად დაიწყო და ერთწუთიან ინტერვალში გოლები გაცვალეს: ჯერ რიად მაჰრეზმა პეპ გვარდიოლას გუნდი გაიყვანა წინ, მერე კი მოჰამედ სალაჰმა ისევ გაათანაბრა. თუმცა, „ლივერპული“ მაინც დამარცხდა, რადგან 58-ე წუთზე ნათან აკემ ახლო მანძილიდან გაიტანა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა, „მანჩესტერ სიტი“ კი მეოთხედფინალურ ეტაპზეა, სადაც მეტოქეს წილისყრით შეიტყობს.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჰოლანდი (10), 1:1 კარვალიო (20), 2:1 მაჰრეზი (47), 2:2 სალაჰი (48), 3:2 აკე (58)

0.129946