ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას თავისი ყოფილი კლუბის, „ბასკონიას“ წინააღმდეგ თამაში მოუწია, „ვირტუს ბოლონია“ კი ესპანურ გუნდთან 79:90 დამარცხდა.
გარდამტეხი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც ბასკებმა 11 ქულით მოიგეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. „ვირტუსი“ დარჩენილ დროში ცდილობდა ჩამორჩენის აღმოფხვრას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
„ვირტუსის“ რიგებიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 20 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 5-ს გაუტოლდა.
ორივე გუნდის რიგებიდან შენგელიაზე შედეგიანი მხოლოდ „ბასკონიას“ სერბი ლეგიონერი ვანია მარინკოვიჩი იყო, რომელმაც 22 ქულა მიითვალა.
„ვირტუს ბოლონია“ 6 მოგებით და 9 წაგებით ევროლიგაში მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 დეკემბერს, თურქულ „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებს.