ოლიმპიურ ჩემპიონს 400 მეტრზე თარჯრბენში, რუს ნატალია ანტიუხს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლის დათმობა უწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ თავისი დოპინგ დისკვალიფიკაცია არ გაასაჩივრა. ამგვარად, ოლიმპიური ჩემპიონის წოდება ამერიკელ ლაშინდა დემუსს გადაეცემა, ვინც ლონდონში ვერცხლს დასჯერდა.
ათლეტთა ერთობის კავშირმა (AIU) ოქტომბერში გააუქმე ყველა შედეგი, რომლებიც ანტიუხმა 2012 წლის ივლისიდან, 2013 წლის ივნისამდე დააფიქსირა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მორბენალი აკრძალულ პრეპარატს/მეთოდს იყენებდა. ანტიუხს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, 45 დღის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. სწორედ ამიტომ, მას ოქროს მედალსაც ჩამოართმევენ.
41 წლის ანტიუხს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი, რომლის ვადაც 2025 წელს ამოიწურება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე რუს ათლეტს, რომლებმაც ლონდონის ოლიმპიადაზე კვარცხლბეკზე ასვლა შეძლეს, უკვე ჩამოერთვა მედალი. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მათ დოპინგ საწინააღმდეგო წესები დაარღვიეს.