„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ყველა ტურნირში ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო. წუხელ, 22 დეკემბერს, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში შინ „ბარნლის“ 2:0 სძლიეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
ანგარიში 27-ე წუთზე მანჩესტერელთა დანიელმა, კრისტიან ერიკსენმა გახსნა. მეორე ტაიმში სტუმრები გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ მასპინძლები დამაჯერებლად აკონტროლებდნენ ბურთს და 57-ე წუთზე მეორე ბურთიც გაიტანეს - მარკუს რაშფორდმა შესანიშნავი დრიბლინგის კვალად შეაგდო.