ფრანკფურტის „აინტრახტის“ გენერალურმა დირექტორმა აქსელ ჰელმანმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დამატება შესთავაზეს.
„რონალდუ ჩვენც კი შემოგვთავაზეს. მაქვს განცდა, რომ ის ყველა კლუბს შესთავაზეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს“, - თქვა ჰელმანმა გერმანულ მედიასთან.
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შეხვდება. კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად უკლუბოდაა.