ფეხბურთი

19:30 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიამ მეუღლეს ფინალის წინ მესიჯი გაუგზავნა: "ხვალ ჩემპიონები ვიქნებით და გოლს გავიტან"

ანხელ დი მარიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინა დღეს, შაბათს, WhatsApp-ში მეუღლეს, ხორხელინა კარდოზოს მესიჯები გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ჩემპიონები გახდებოდნენ და ფინალში ერთ გოლს თავად გაიტანდა.

„ხვალ მსოფლიოს ჩემპიონი ვიქნები, დაწერილია. მე კი, გოლს გავიტან, როგორც „მარაკანაზე“ (კოპა ამერიკის ფინალში - რედ) და „უემბლიზე“ (ფინალისიმაში - რედ)“, - ასეთი იყო ანხელის პირველი მესიჯი.

„არ ვიცი, რა ვთქვა“, - უპასუხა მეუღლემ, რაზეც დი მარიამ მას საპასუხო მესიჯი გაუგზავნა:

„არაფრის თქმა არ გჭირდება. ხვალ ისიამოვნე, რადგან მსოფლიოს ჩემპიონები ვიქნებით. აქ მყოფი 26 ფეხბურთელი და თითოეული ჩვენგანის ოჯახი იმსახურებს ამას. იცი, რა ლამაზი იქნება ჩემო სიყვარულო? ხვალ მსოფლიოს ჩემპიონები ვიქნებით, ეს დაწერილია, ვიცი, ვგრძნობ, ეს თასი ჩვენია“.

დი მარიას ეს წინასწარმეტყველება სრულად გამართლდა - არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთი გოლი სწორედ ვეტერანმა ფეხბურთელმა გაიტანა.

0.142718