არგენტინელი გულშემატკივრების სიხარულს საზღვარი არ აქვს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ზედმეტები მოსდის და ისეთ რაღაცეებსას სჩადის, როგორც კუბოს ფიცრებზე მბაპეს სახის მიხატვა და შემდეგ მისი დაწვაა.
დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი გამოვიდა ბუენოს აირესის ქუჩებში მსოფლიო ჩემპიონატის თასის აღსანიშნავად. ქუჩები ხალხით გაივსო, არგენტინელ ფეხბურთელებს კი ავტობუსის დატოვება და ვერტმფრენში გადაჯდომა დასჭირდათ, რათა დანიშნულების ადგილამდე მიეღწიათ.
ამ ზეიმისგან განცალკევებით, რამდენიმე არგენტინელმა გულშემატკივარმა, ერთ-ერთ ტყეში კუბოს ფიცრებს კილიან მბაპეს სახე მიახატეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შემდეგ, გულშემატკივრები მასზე დახტოდნენ და ყვიროდნენ. ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, ფრანგული მედიასაშუალებები წერდნენ: ,,არგენტინელებმა მბაპეს 24-ე დაბადების დღე ასე მიულოცეს."
კილიან მბაპეს მისამართით დამცინავ ქმედებებს მიმართავდა არგენტინის ნაკრების მეკარე, ემილიანო მარტინესიც. რომელმაც ჯერ თანაგუნდელებს უთხრა, რომ მბაპესთვის წუთიერი დუმილით მიგეოთ პატივი, შემდეგ კი აღნიშვნის დროს მბაპეს გამოსახულებიანი სათამაშო ეჭირა ხელში.