ფეხბურთი

11:20 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო დე პაულმა არგენტინის ნაკრების ჩემპიონობა სექტემბერში იწინასწარმეტყველა

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, როდრიგო დე პაულმა თავისი ქვეყნის ჩემპიონობა სექტემბერში იწინასწარმეტყველა, ბარათზე დაწერა და ლეო მესის ოთახში დამალა.



დე პაული არგენტინის ნაკრების შეკრების დროს მესის ოთახში ჩუმად შეიპარა და მასთან ხელნაწერი წერილი დატოვა, რომელშიც წერია: ,,,მე როდრიგო დე პაული ვარ (7). დღეს 2022 წლის 18 სექტემბერია. მე ამ ქაღალდს ხელს ვაწერ და ვამბობ, რომ აქედან ორ თვეში ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ."

როგორც ჩანს, დე პაულის წინასწარმეტყველება მართლაც გამართლდა და არგენტინის ნაკრები ისტორიაში მესამედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის თასს, თავად დე პაულმა კი მაღალი დონის ტურნირი ჩაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ როდრიგო დე პაული და მისი თანაგუნდელები ნანატრ თასს ბუენოს აირესის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში ზეიმობდნენ.

0.12551