„მილუოკი ბაქსიმ“ სანდრო მამუკელაშვილი ისევ G ლიგაში გაანათხოვრა, სადაც ქართველმა კალათბურთელმა მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა.
„ვისკონსინ ჰერდმა“ სტუმრად „ბირმინგემი“ 99:85 დაამარცხა, სანდრო კი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მამუკელაშვილმა 31 წუთში 21 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. მან 16-დან 10 სროლა გამოიყენა და შეხვედრაში შედეგიანობით მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩა.
„ვისკონსინ ჰერდი“ ცენტრალურ დივიზიონში 7 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 დეკემბერს, „ოსტინის“ წინააღმდეგ გამართავს.