ფეხბურთი

20:37 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი საფრანგეთის ნაკრებში სავარაუდოდ 2026-წლამდე დარჩება

დიდიე დეშამი დიდი ალბათობით, საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს. როგორც L’Equipe იტყობინება, ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელის საქმიანობით კმაყოფილია.

დარჩენის წინააღმდეგი არც დეშამია, რომელსაც ნაკრებში მუშაობის გაგრძელება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირადადაც სთხოვა. წყაროს თანახმად, დიდიე „მამლებს“ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე გაწვრთნის.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებში დასაქმებას ზინედინ ზიდანი ელოდებოდა, მაგრამ თუ დეშამი დარჩება, „ზიზუს“ ისევ საკლუბო ფეხბურთზე მოუწევს აქცენტირება და უკვე დაუკავშირეს ტურინის „იუვენტუსს“.

რაც შეეხება დეშამს, ის საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან ავარჯიშებს და გუნდს 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი, 2021 წელს კი ერთა ლიგა მოაგებინა. გარდა ამისა, 2022 წელს მუნდიალის ფინალში გაიყვანა, 2016 წელს კი - ევროპის ჩემპიონატი. დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთისთვის ყველაზე წარუმატებელი 2014 წლის მუნდიალი (მეოთხედფინალში გავარდა) და ევრო 2020 (მერვედფინალში გავარდა) იყო.

0.134907