ფეხბურთი

21:14 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისკომ "სევილიასთან" კონტრაქტი გაწყვიტა

„სევილიასა“ და ისკოს ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა - მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. მან ანდალუსიურ გუნდში მხოლოდ ოთხნახევარი თვე გაატარა.

ისკოს კლუბის სპორტულ დირექტორ მონჩისთან კონფლიქტი ჰქონდა, რომელიც მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „სევილიადან“ მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი დაითხოვეს. ამიტომაც, 30 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულების გაწყვეტა მოითხოვა.

ისკომ „სევილიას“ მაისურით 19-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. ახლა ის თავისუფალი აგენტია და უვკე დაუკავშირეს ინგლისურ „ვულვერჰემპტონს“.

ისკოს კარიერის განმავლობაში „ვალენსიაში“, „მალაგასა“ და მადრიდის „რეალში“ აქვს ნათამაშები.

0.115264