ფეხბურთი

18:39 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე შესაძლოა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გახდეს

კილიან მბაპე შესაძლოა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

წყაროს თანახმად, თუ უგო ლორისი, რომელიც 36 წლისაა, სანაკრებო კარიერას დაასრულებს, კაპიტნის სამკლაურს მბაპე მოირგებს, რომელიც 24 წლის დღეს გახდა, თუმცა უკვე წლებია საფრანგეთის ნაკრების ლიდერია.

კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს და 66 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი.

0.120202