ფეხბურთი

13:10 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

„იუვენტუსი“ არგენტინელ თავდამსხმელთან, ანხელ დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს - წერს La Gazetta dello Sport.

34 წლის დი მარია „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და ერთწლიან კონტრაქტს დათანხმდა, რადგან შემდეგ მშობლიურ კლუბში, „როსარიო სენტრალში“ დაბრუნებას აპირებდა, სადაც ცხოვრების 15 წელი გაატარა.

ტურინული კლუბის წარმომადგენლები თავიდანვე ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდნენ ანხელთან, მაგრამ უარი მიიღეს. „იუვენტუსი“ კიდევ ერთხელ შეეცდება მსოფლიო ჩემპიონის დაყოლიებას.

18 დეკემბერს, ყატარის მუნდიალის ფინალში, არგენტინამ მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში მოუგო საფრანგეთს და ისტორიაში მესამედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტული. დი მარიამ ამ შეხვედრაში ჯერ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა (რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა), შემდეგ გოლიც შეაგდო.

0.127082