ჩილეს ნაკრებისა და „ფლამენგოს“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა კილიან მბაპეს უპასუხა.
„ახლა ისწავლი სამხრეთამერიკელებისგან, რომლებმაც ფეხბურთი გამოიგონეს“, - დაწერა ვიდალმა სოციალურ ქსელში.
ჩილელმა ფეხბურთელმა ამ კომენტარით მბაპეს იმ განცხადებას უპასუხა, რომელიც ფრანგმა ზაფხულში გააკეთა: „არგენტინისა და ბრაზილიისგან განსხვავებით ევროპაში გვაქვს იმის უპირატესობა, რომ ყოველთვის მაღალი დონის მატჩები ვითამაშოთ. ახლა ერთა ლიგა იწყება და როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოვა, მზად ვიქნებით. არგენტინას და ბრაზილიას ასეთი შესაძლებლობა არ აქვთ. სამხრეთამერიკაში ფეხბურთი არ არის ისეთი მოწინავე, როგორც ევროპაში. ბოლო მუნდიალებს თუ გადავხედავთ, ყოველთვის ევროპელები იგებენ“.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ფინალში კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქის მიუხედავად არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.