სხვა

21:15 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სამი კენიელი ათლეტი დოპინგის გამო დაისაჯა

მძლეოსანთა ერთობის კავშირის (AIU) გადაწყვეტილებით, სამ კენიელ ათლეტს, აკრძალული პრეპარატების გამოყენების გამო, ორიდან სამ წლამდე დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

მათგან ერთ-ერთია სპრინტერი მარკ ოტიენო ოდჰიამბო (ფოტოზე), ვისაც აკრძალული პრეპარატი მეთასტერონი, ტოკიოს ოლიმპიადის დროს აღებულ სინჯში აღმოაჩნდა. ამის გამო, მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. მისი სასჯელი 2021 წლის 31 ივლისს იწყება, იმავე წლის 24 ივნისიდან კი მისი ყველა შედეგი გაუქმდა.

საგზაო სირბილის სპეციალისტებს, მაიიო ჯონსტონ კიბეტს და ალის ჯეპკემბოი კიმუტაის კი სამ-სამი წლით აეკრძალათ შეჯიბრებში მონაწილეობა. მათ სინჯებში შესაბამისად, EPO (ერითროპოიეტინი) და ტესტოსტერონი ჭარბი რაოდენობით აღმოჩნდა.

სამივე ათლეტს დისკვალიფიკაციის გასაჩივრება, ლოზანას (შვეიცარია) სპორტის საქმეთა საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) შეუძლია.

0.119391