ფეხბურთი

18:07 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში მესის გოლს აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ მსაჯს ის არ უნდა ჩაეთვალა

საფრანგეთში არგენტინის ნაკრების მესამე გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამბობენ, რომ მთავარ მსაჯ შიმონ მარჩინიაკს გოლი არ უნდა ჩაეთვალა.

ფრანგების პრეტენზია გასაგებია: სანამ ლიონელ მესი გოლს გაიტანდა და ბურთს შეეხებოდა, სტადიონზე ორი არგენტინელი ფეხბურთელი იყო შესული სათადარიგო სკამიდან, რაც დებულებით აკრძალულია და ასეთ შემთხვევაში მსაჯი ვალდებულია გოლი არ ჩათვალოს.

„თუ მსაჯი შეამჩნევს, რომ გოლის გატანის მომენტში გოლის გამტანი გუნდის დამატებითი ადამიანი, სათადარიგო მოთამაშე, შეცვლილი ფეხბურთელი, გაძევებული მოთამაშე ან გუნდის ოფიციალური პირი მოედანზე ნებართვის გარეშე იყო შესული, შეუძლია გოლი გააუქმოს“, - წერია ფიფას წესებში.

თუმცა, მარჩინიაკმა ეს ვერ შეამჩნია, რაც კადრებში კარგად დაფიქსირდა და მესის გოლი ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ ფრანგებს არგენტინის სასარგებლოდ დანიშნულ პენალტზეც აქვთ პრეტენზიები და ამტკიცებენ, რომ უსმან დემბელეს თამაშის წესი არ დაურღვევია.

0.12578