ფეხბურთი

16:02 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "ეს ჟესტი ფრანგების გამო გავაკეთე"

არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესმა კომენტარი გააკეთა იმ ჟესტზე, რომელიც საუკეთესო მეკარის პრიზის მიღების შემდეგ აჩვენა. როგორც თქვა, ასე ფრანგებს უპასუხა.

„ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ფრანგები მისტვენდნენ. ჩემთან ქედმაღლობა არ მუშაობს. მათ ანგარიში ორი უაზრო დარტყმით გაათანაბრეს. ეს იყო ბედისწერა, უნდა გვეტანჯა, ამაზე უკეთ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ვერ ვიოცნებებდით“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ის მხოლოდ მესამე მეკარე გახდა ჯანლუკა პალიუკასა და კლაუდიო ტაფარელის შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

0.118168