ფეხბურთი

13:25 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობას მთელი ღამე ზეიმობდა

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელები გათენებამდე ზეიმობდნენ და მსოფლიო თასის გარშემო მხიარულობდნენ.



წვეულება გასახდელში შესვლის წუთიდანვე დაიწყო, როდესაც ფეხბურთელებმა თასთან ერთად ცეკვა დაიწყეს. ლეო მესი და ლაუტარო მარტინესი მაგიდაზე ახტნენ და შამპანურს აფრქვევდნენ, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი კი იქვე მდგარ ნაგვის ყუთში თავითაც კი გადაეშვა.

ამის შემდეგ ლეო მესიმ თანაგუნდელებს 10 მილიონიანი ჩეკი წარუდგინა და ფეხბურთელებმა მის გარშემო დაიწყეს ცეკვა. გასახდელიდან გასვლის შემდეგ ,,ალბისელესტეს" ფეხბურთელებმა მსოფლიო თასის გარშემო ივახშმეს. ტიტული ცენტრში დადეს, მის გარშემო კი წრეზე შემოსხდნენ და სხვადასხვა ტიპის კერძები ასე დააგემოვნეს. ზოგიერთმა მათგანმა ამ მომენტს ,,რომანტიული ვახშამიც" კი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და 1986 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

0.120925