სხვა

1:32 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ბრაათენმა ალტა ბადიაში გიგანტური სლალომი მოიგო

ნორვეგიელმა ლუკას ბრაათენმა იტალიის ალტა ბადიაში, მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის რბოლა მოიგო. მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა კი ამავე დისციპლინაში და აბსოლუტურ ჩათვლაშიც, ლიდერის პოზიცია გაიმყარა.

ბრაათენმა ორი ცდის ჯამში, ორი წუთი და 36.35 წამი დააფიქსირა და თანამემამულე ჰენრიკ კრისტოფერსენს სულ რაღაც, 0.02 წამი მოუგო. მიმდინარე სეზონში ეს ბრაათენის მეორე გამარჯვებაა. პირველი საფრანგეთის ვალ დ’იზერში, სლალომში მოიპოვა.

„წარმოუდგენელია, ეს დღე სამუდამოდ მემახსოვრება. გამარჯვება ნარკოტიკივითაა, რაც მეტს იგებ, მეტის მოგება გინდა“, - განაცხადა 22 წლის ბრაათენმა, ვისაც იქვე, კიდევ ერთი გიგანტური სლალომის მოგების შანსი, ორშაბათსაც ექნება.

ბრაათენს გიგანტური სლალომის ჩათვლაში მეოთხე ადგილი უკავია. მას 179 ქულა აქვს და 81 ქულას აგებს ლიდერ ოდერმატთან, ვისაც ცუდი პირველი ცდა ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა და გამარჯვებულთან მხოლოდ 0.10 წამი წააგო.

0.120263