სხვა

23:10 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯამ დაშვებაში ნაოპერაციები ხელითაც გაიმარჯვა

სოფია გოჯამ სენ მორიცში რბოლისას დაშავებულ ხელზე (თითებზე) მილანში ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა იმაში, რომ იმავე სენ მორიცში, მეორე დღეს დაშვების რბოლა მოეგო.

გოჯამ მარცხენა ხელის ორი თითი დაშვების რბოლისას, რომელიც მეორე ადგილზე დაასრულა, პარასკევს მოიტეხა. ოპერაცია იტალიაში გაუკეთეს და მეორე დღეს ისევ დაშვებაში იასპარეზა. და ამჯერად ბადალი არ ჰყავდა.

„გუშინ ხელი მოტეხილი მქონდა, დღეს კი დამიფიქსირეს. ბედნიერი ვარ. აქ რომ ვარ და ამ ინტერვიუს ვიძლევი, პირველ რიგში მათი წყალობით, ვინც გუშინ დამეხმარა. და მათ მადლობას ვუხდი. ესენი არიან როგორც ექიმები, ასევე ის მძღოლი, ვინც აქ ჩამომიყვანა“, - ყვება გოჯა, ვინც ფინშის კარი 1 წუთსა და 28.85 წამში გაიარა. მან 0.43 წამით აჯობა მეორეზე გასულ სლოვენიელ ილკა სტუჰეცს. მესამეზე გერმანელი კირა ვაიდლე გავიდა.

გოჯას ოპერაციისას მარცხენა ხელზე ფირფიტა ჩაუყენეს და ცხრა ნაკერი დაადეს. ამის მიუხედავად, მისთვის ჩვეულ, რისკიან სტილში იასრიალა და მსოფლიო თასის ბოლო 16 დაშვებაში, მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგების წყალობით, დაშვების რბოლაში გოჯა 80 ქულას უგებს შვეიცარიელ კორინე სუტერს.

მეოთხე ადგილს დასჯერდა ამერიკელი მიკაელა შიფრინი, ვინც გოჯას 0.61 წამით ჩამორჩა. ამ რბოლის შემდეგ, აბსოლუტურში შიფრინი 51 ქულას უგებდა მეორეზე მყოფ შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს.

0.103296