მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფიფამ საუკეთესოები გამოავლინა. 2022 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.
მან კარიერაში ეს ჯილდო მეორედ მოიგო და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დაასახელეს.
საუკეთესო მეკარის პრიზი არგენტინელმა ემილიანო მარტინესმა მიიღო, საუკეთესო ახალგაზრდაც არგენტინელი გახდა - ენცო ფერნანდესი.
საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (8 გოლით) კი კილიან მბაპეს გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.