მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფულადი პრიზების ოდენობა ცნობილი გახდა გაირკვა, რომ ამ კუთხით სარეკორდო მუნდიალია.
მსოფლიოს ჩემპიონი 42 მილიონ დოლარს მიიღებს და ასეთი თანხა აქამდე არცერთ ჩემპიონს არ მიუღია. შედარებისთვის, 2018 წელს საფრანგეთმა 38 მილიონი მიიღო, 2014 წელს კი გერმანიამ 34 მილიონი.
მიმდინარე მუნდიალზე საპრიზო ფონდი 32 გუნდზე შემდეგნაირად განაწილდა:
ჩემპიონი - 42 მილიონი დოლარი
ფინალისტი - 30 მილიონი
ბრინჯაოს მედალოსანი - 27 მილიონი
მეოთხე ადგილოსანი - 25 მილიონი
მეოთხედფინალში დამარცხებულები - 17 მილიონი
მერვედფინალში დამარცხებულები - 13 მილიონი
ჯგუფში ჩარჩენილები - 9 მილიონი