კალათბურთი

13:12 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 23 წუთი და "მილუოკის" გამარჯვება "იუტასთან"

NBA-ში „მილუოკი ბაქსმა“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და სანდრო მამუკელაშვილი მთავარ გუნდს G ლიგაში განათხოვრების შემდეგ დაუბრუნდა.

ქართველმა კალათბურთელმა სოლიდური სათამაშო დრო მიიღო და პარკეტზე 23:48 წუთი გაატარა. სანდრომ 3 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ერთი ორქულიანი ააცილა და საჯარიმო არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ 6 პასი სანდროსთვის NBA-ში სარეკორდო მაჩვენებელია.

„მილუოკიმ“ „იუტას“ აჯობა და საკმაოდ ადვილად, 123:97 დაამარცხა. გადამწყვეტი მაინც ბოლო პერიოდი იყო, რომელიც „ბაქსმა“ 31:14 მოიგო.

„მილუოკი ბაქსი“ 21 მოგებით და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 დეკემბერს, „ნიუ ორლეანს“ ესტუმრება.

0.118256