საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს ოლივიე ჟირუს პრობლემა აქვს და შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გამოტოვოს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, ვეტერან ფეხბურთელს მუხლი აწუხებს, რის გამოც გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა. დიდიე დეშამმა კი საწვრთნელ პროცესში სასტარტო შემადგენლობაში ჟირუს ადგილას მარკუს ტურამი გამოცადა.
ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია და ტრავმაც სერიოზული არაა, მაგრამ არაა გამორიცხული ჟირუმ სასტარტო შემადგენლობიდან თამაში ვერ მოახერხოს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი არგენტინასა და საფრანგეთს შორის დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.