იაპონელმა მოცურავე დაია სეტომ, მელბურნში მიმდინარე მოკლე აუზის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალი მიღწევა დააფიქსირა - ზედიზედ მეექვსედ მოიგო მოკლე აუზში ერთი და იგივე შეჯიბრი. გარდა ამისა, მსოფლიოს სამი ახალი რეკორდი დაფიქსირდა.
400 მეტრზე შერეული სტილით ცურვაში, სეტო პირველი ორი სტილის (ბატერფლაი და გულაღმა) შემდეგ, უკან იყო. მაგრამ ბრასის 100 მეტრზე შესანიშნავად იასპარეზა, ლიდერობა იგდო ხელთ, თავისუფალ სტილშიც შეუდარებელი იყო და ფინიშსაც პირველმა, 3 წუთსა და 55.75 წამში მიაღწია.
სეტომ 400 მეტრზე შერეულ სტილში, ოქროს მედალი ზედიზედ მეექვსედ მოიგო, რაც არც მოკლე და არც სტანდარტულ აუზში მსოფლიო ჩემპიონატებზე, აქამდე არავის გაუკეთებია. გამარჯვებულს თითქმის ორი წამით ჩამორჩა ამერიკელი კერსონ ფოსტერი. მესამე ადგილი კი სამხრეთ აფრიკელი მეტიუ სეიტსი გავიდა.
გამარჯვების შემდეგ, სეტომ განაცხადა, რომ მომავალ წელს, ამავე დისტანციაზე გრძელ აუზში მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებასაც მიაღწიოს.
ქალთა შორის 50 მეტრზე ბრასში, ნახევარფინალურ გაცურვაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ლიეტუველმა რუტა მეილუტიტემ. ის ფინიშს 28.37 წამში შეეხო. წინა რეკორდი (28.56 წამი) იამაიკელ ალია ეტკინსონს 2018 წელს აქვს დამყარებული.
ორი მსოფლიო რეკორდ დამყარდა ქალთა და მამაკაცთა 4x50 მეტრზე შერეული სტილით ესტაფეტებში.