ფეხბურთი

23:12 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: „შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო თამაში იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა...“

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში მაროკოს ეროვნული გუნდის დამარცხების შემდეგ (2:1) ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, 37 წლის ლუკა მოდრიჩმა, ჟურნალისტებს თავისი სანაკრებო მომავლის შესახებ გაუზიარა აზრი.

„შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო თამაში იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა დანამდვილებით ახლა ვერაფერს გეტყვით. ცხადია, კმაყოფილი ვარ სანაკრებო კარიერით, ორი მედალი მოვიპოვე ვერცხლის და ბრინჯაოსი. მსოფლიო თასის მოგებაზე ვოცნებობდი, მაგრამ არ გამომივიდა.

მაინც ძალიან გახარებული ვარ. დავამტკიცეთ, რომ არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს, კარგი მომავლით. ასე უნდა გავაგრძელოთ.

მომავალ ერთა ლიგაზე ვაპირებ თამაშს, შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.“ - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს ესპანური Marca.

0.11909