37 წლის ლუკა მოდრიჩი მესამე ფეხბურთელი გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ამ ასაკში (37 და მეტი წელი) ტურნირის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ასეთი მიღწევა მხოლოდ მეკარეებს ჰქონდათ. 1982-ში იტალიელ დინო ძოფს, 1990-ში ინგლისელ პიტერ შილტონს.
დღეს, 17 დეკემბერს, ყატარის მუნდიალის მე-3 ადგილისთის მატჩში ხორვატიის ნაკრებმა მაროკოს ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა და 1998 წლის მიღწევა გაიმეორა. მაშინაც შუკერმა და კომპანიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. წინა მსოფლიო თასზე კი ხორვატები ფინალში დამარცხდნენ ფრანგებთან.
ხორვატები ზედიზედ მეორე მუნდიალია შინ მედლებით ბრუნდებიან.