ფეხბურთი

19:48 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის ფინალის წინ ლეო მესის საუკეთესო ოთახის მეზობელი უბრუნდება

მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთთან გასამართი მატჩის წინ, ლეო მესისა და სერხიო აგუეროს წყვილი აღდგება და ისინი ფინალის წინა ღამეს კვლავ ოთახის მეზობლები გახდებიან.



რამდენიმე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ სერხიო აგუერომ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, ის გუნდთან ერთად მაინც ვარჯიშობს, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ოთახს თავის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან გაიყოფს.

მესი და აგუერო ბავშვობის მეგობრები არიან და ახალგაზრდული ასაკიდან მოყოლებული, ისინი ტურნირების დროს ხშირად ერთ ოთახში ჩერდებოდნენ. მესიმ კატარის მუნდიალზე იმის გამო, რომ აგუერო აღარ თამაშობს, ოთახში მარტო გაჩერება მოისურვა, რათა ტურნირზე სრულად კონცენტრირებულიყო. როგორც ირკვევა, აგუერო არგენტინის ნაკრების ლიდერის ხასიათის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, მუნდიალის ბოლო ღამეს მისი ოთახის მეზობლად გაატარებს.

აგუეროს გარდა ცნობილი გახდა, რომ ,,ალბისელესტე" ფინალის წინ კარს ისეთ ფეხბურთელებსაც გაუღებს, ვინც გუნდის 26-კაციან განაცხადში ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ, როგორებიც არიან ჯოვანი ლო ჩელსო, ნიკო გონსალესი და ხოაკინ კორეა.

0.113123