ფეხბურთი

18:15 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა ,,მელბურნის დერბიში" - გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ და მეკარეს თავს დაესხნენ

ავტრალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ,,მელბურნის დერბი" ,,მელბურნ სითისა" და ,,მელბურნ ვიქტორის" შორის არეულობის გამო ჩაიშალა, მასპინძელთა გუნდის მეკარე კი დაშავდა.



ავსტრალიის A-League-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში ფინალური მატჩი სიდნეიში ჩაატაროს, რის გამოც ჩემპიონატის მიმდინარე ტურში, პროსესტის ნიშნად, გულშემატკივართა ნაწილი მე-20 წუთზე სტადიონს დემონსტრაციულად ტოვებდა. ასე მოხდა გუშინ ,,ნიუკასლ ჯეთსის" შეხვედრაშიც, სადაც ბექა მიქელთაძე და ბექა დარცმელია თამაშობენ.

,,მელბურნის დერბი" მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე ,,მელბურნ სითი" აიდენ ო'ნილის გოლით შეხვედრას იგებდა კიდეც, თუმცა მატჩის მე-20 წუთზე, მანამ, სანამ პროტესტანტთა ნაწილი სტადიონს დატოვებდა, მათ მოედანზე მაშხალა გადააგდეს. ,,მელბურნ სითის" მეკარემ, ტომ გლოვერმა მაშხალა უკან, ტრიბუნებისკენ ისროლა, რამაც გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.

გაბრაზებული გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა, ერთ-ერთმა მათგანმა კი არც თუ ისე მცირე ზომის სათლი ,,მელბურნ სითის" 24 წლის მეკარეს პირდაპირ თავში გაარტყა. თანაგუნდელებმა გლოვერის მოედნიდან გაყვანა შეძლეს, თუმცა მას სისხლდენა დაეწყო და მისი მკურნალობა გასახდელში მიმდინარეობდა. შეხვედრის შეწყვეტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გუნდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ტომ გლოვერს ტვინის შერყევა აქვს.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

0.118753