ავტოსპორტი

1:17 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიუი: „ჰონდას“ ძრავებმა ბევრი რამ შეცვალა

„რედ ბულის“ ტექნიკური დეპარტამენტის შეფი ედრიან ნიუი ამბობს, რომ მისი გუნდისთვის გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც „ჰონდას“ ძრავებზე გადავიდა. ამან ხარებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გაუჩინა და მათ ეს შანსი გამოიყენეს.

„რედ ბული“ ფორმულა 1-ში 2010–2013 წლებში დომინირებდა, მაგრამ ჰიბრიდულ ტურბო ეპოქაში კარგა ხანს ჩემპიონობის შანსიც არ ჰქონდა. გუნდმა სიტუაცია მას შემდეგ შემოაბრუნა, რაც „ჰონდას“ ძრავებზე გადავიდა და ორი ტიტული უკვე მოიპოვა.

„მერსედესის დომინირების დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ძრავის ქონა. ჰიბრიდული ტურბო ეპოქის დასაწყისში, რენომ შეცდომა დაუშვა. ჩვენ გვესმოდა, რომ მათი ძრავით, თუნდაც ჩვენი სქმე კარგად გაგვეკეთებინა, რბოლებს მხოლოდ შემთხვევით თუ მოვიგებდით. ტიტულზე ფიქრიც ზედმეტი იყო“, - ყვება ნიუი და დასძენს:

„ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ჰონდას ძრავებზე გადავედით. ერთგვარი გადატვირთვა მოხდა. ჩვენ რთულ პერიოდს გავუძელით და როგორც კი კარგი ძალური დანადგარი მივიღეთ, კონკურენტუნარიანობაც დავიბრუნეთ“.

0.113095