ცნობილმა პერუელმა ფეხბურთელმა ჯეფერსონ ფარფანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ფარფანმა ფეხბურთიდან წასვლა 38 წლის ასაკში გადაწყვიტა. მან კარიერა „ალიანსა ლიმაში“ დაიწყო, შემდეგ კი პსვ ეინდჰოვენში, „შალკეში“, „ალ-ჯაზირასა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო მისი ბოლო კლუბი „ალიანსა ლიმა“ იყო.
პერუს ნაკრებში ფარფანმა 2003-2021 წლებში ითამაშა და 102 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.