საბა ლობჟანიძემ რომის „ლაციოსთან“ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის „ჰატაისპორი“ იტალიურ კლუბს გაეჯიბრა და ამხანაგურ შეხვედრაში 2:5 დამარცხდა.
ლობჟანიძემ მოედანზე 68 წუთი გაატარა, ხოლო საგოლე გადაცემა 36-ე წუთზე მიითვალა, როცა ძალიან კარგი და დროული პასით აიუბ ელ კააბი მეკარესთან პირისპირ დატოვა.
თურქულმა კლუბმა „ლაციოს“ დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და როგორც ვთქვით, 2:5 წააგო.
ლობჟანიძეს თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში 2 საგოლე პასი აქვს საკუთარ ანგარიშზე, „ჰატაისპორი“ კი 14 ქულით მე-14 ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ თურქეთის სუპერლიგა 24 დეკემბერს განახლდება.