„ასტონ მარტინმა“ ფორმულა 1-ის გუნდებს შორის პირველმა, თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, AMR23-ის წარდგენის თარიღი გაგვაცნო. ბრიტანული გუნდი მის პრეზენტაციას 13 თებერვალს ჩაატარებს.
„ასტონ მარტინმა“ მოკლე პრეს რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ AMR23-ის წარდგენა გუნდის ახალ ბაზაზე გაიმართება, რომელიც სილვერსტოუნზევე მდებარეობს. პრეზენტაციაზე, სპონსორებთან ერთად, მედიის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეული.
წარდგენა პირდაპირ ეთერში, კომპანიის სოციალური ქსელის არხებით გადაიცემა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, „ასტონ მარტინის“ ფორმულა 1-ის გუნდი გეგმავს, რომ დაწვრილებითი ინფორმაცია გამოაქვეყნოს წინასასეზონო ტესტების პროგრამის შესახებ.