ფრანგული „ბორდო“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და პორტუგალიური „ბოავიშტა“ 2:0 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, რითაც ანგარიში გახსნა, მოედანი კი მან 69-ე წუთზე დატოვა. ზურიკო კარგ ფორმაშია, რამდენიმე დღის წინ ინგლისურ „ბრენტფორდსაც“ გაუტანა.
ლიგა 2-ის სეზონი კი 26 დეკემბერს განახლდება და ჟირონდელები „ლე ავრს“ შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ლიგა 2-ს 15 ტურის შემდეგ სწორედ „ლე ავრი“ ლიდერობს, რომელსაც მეორეადგილოსანი „ბორდო“ 4 ქულით ჩამორჩება.
დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული (სტატისტიკაში არ შედის ამხანაგური შეხვედრები) და 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.