ფეხბურთი

21:13 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, სურს, რომ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს"

არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, სურს, რომ ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.

„არგენტინელი ვარ, არგენტინაში ვთამაშობდი და ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე. მესიც არაფრითა განსხვავებული. კარგად ვიცი, რომ ის ოცნებობს ამ თასის მოპოვებაზე. ყველა არგენტინაში და ზოგადად, ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს ფეხბურთი, სურს, რომ მესიმ კვირას თასი მოიგოს, იმიტომ რომ მესი ფეხბურთია. თან, როგორც მან თქვა, ეს მისი ბოლო თამაში იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე ", - განაცხადა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.106889