საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარი სამიზნეა. ამის შესახებ The Times-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, 21 წლის ქართველ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატამდე „ნიუკასლის“ სკაუტები რეგულარულად აკვირდებოდნენ და ძალიან მოეწონათ, ამიტომაც, უახლოეს ორ სატრანსფერო ფანჯარაში ხვიჩა ინგლისელთა მთავარი სამიზნე იქნება.
წყაროს თანახმად, „კაჭკაჭები“ მზად არიან „ნაპოლის“ კვარაცხელიას სანაცვლოდ მზადაა 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლის“ ფინანსური შესაძლებლობები, მას შემდეგ, რაც კლუბი გაიყიდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიუხედავად ინტერესისა, „ნაპოლი“ კვარაცხელიასთან შელევას ჯერჯერობით არ აპირებს და ფეხბურთელის შესანარჩუნებლად მზადაა, მას კონტრაქტიც გაუხანგრძლივოს და ხელფასიც გაუზარდოს.