ფეხბურთი

17:18 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა არ გამორიცხა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ არ გამორიცხა, რომ 2026 წლის მუნდიალის ფორმატი შეიცვალოს. ამჟამინდელი გეგმით, მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატზე 48 ნაკრები 16 3-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, მაგრამ შეიძლება ეს შეიცვალოს.

„დამტკიცებულია გეგმა 16 სამგუნდიანი ჯგუფის შესახებ, მაგრამ შეიძლება გადახედვა დასჭირდეს. არსებობს მოსაზრებები, რომ 4-გუნდიანი 12 ჯგუფი საუკეთესო ვარიანტი იქნება“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2026 წლიდან 48 ნაკრები ითამაშებს, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი ფორმატის შესახებ ფიფას განცხადება არ გაუკეთებია და ამ საკითხზე მსჯელობა კიდევ მიმდინარეობს.

0.113653