სხვა

10:11 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მედლები ბოგოტადან - გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა. დღეს გაიმართა შეჯიბრი 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში სადაც მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის კიდევ ორი წევრი გამოვიდა.

გიორგი ჩხეიძემ ატაცში 170კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 210/217/219 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, იგივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 389 კილოგრამითაც.

ასევე კარგად იასპარეზა საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა ზაზა ლომთაძემაც. ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 157/163/166 კგ. დაძლია და მე-10 ადგილზე გავიდა. ლომთაძემ აკვრაში 202/212 კილოგრამის ძლევით მე-4 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 378 კილოგრამით კი მეშვიდეა.

0.120863