ჩოგბურთი

2:22 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი და სვიატეკი ITF-ის მსოფლიო ჩემპიონები არიან

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) აღიარებით, რაფაელ ნადალი და იგა სვიატეკი ITF-ის მსოფლიო ჩემპიონები არიან. ნადალისთვის ეს მეხუთე მსგავსი აღთიარებაა. სვიატეკი კი მსოფლიო ჩემპიონად პირველად გამოცხადდა.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნადალმა, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, რუს დანიილ მედვედევთან შეხვედრისას ორსეტიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დიდი სლემის 21-ე ტიტულს დაეუფლა. შემდეგ კი საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონის მე-14 ტიტული მოიპოვა, რაც დიდი სლემის 22-ე ტიტულია.

ნადალის მსგავსად, ITF-ის მსოფლიო ჩემპიონი ხუთჯერ (2008, 2010, 2017, 2019 და 2022 წლებში) იყო როჯერ ფედერერი. ეს წოდება ყველაზე ბევრჯერ (7) ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს მიღებული, პიტ სამპრასი კი მსოფლიო ჩემპიონად ექვსჯერ გამოცხადდა.

სვიატეკმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მას 37-მოგებიანი სერია ჰქონდა. გარდა ამისა, გახდა საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობების ჩემპიონი. მან ასევე მოიგო დოჰას, ინდიან ველსის, მაიამის, შტუტგარტის, რომის და სან დიეგოს ტურნირები. სულ 67 შეხვედრის მოგება მოასწრო. 21 წლის პოლონელი ასევე WTA-ის წლის ჩოგბურთელად დასახელდა.

0.123519