ხორვატიის ნაკრების მცველმა იოშკო გვარდიოლმა არგენტინასთან და კონკრეტულად ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა. როგორც 20 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, შვილებს მოუყვება, რომ მესის წინააღმდეგ ითამაშა.
"გარკვეულწილად, ეს სასიამოვნო გამოცდილება იყო. გასულ სეზონში მის წინააღმდეგ უკვე ვითამაშე საკლუბო დონეზე, თუმცა კლუბში თამაში განსხვავდება ეროვნული ნაკრებისგან. მაინც შევძლებ შვილებს მოვუყვე, რომ მესისგან თავს 90 წუთი ვიცავდი. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე შურს ვიძიებთ“, - თქვა გვარდიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩში 17 დეკემბერს, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.